(+995 32) 236 11 12; 236 55 64

როგორ გავწმინდოთ ვერტიკალური ჟალუზი?

გსურთ თქვენი ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი მუდმივად სუფთად გამოიყურებოდეს ?

გთავაზობთ რჩევას, რომლიც აუცილებლად დაგეხმარებათ ვერტიკალური ჟალუზის სისუფთავის შენარჩუნებაში. პირველ რიგში, ჟალუზი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა დაშალოთ:

  • ხსნით ქვედა ჯაჭვს და იღებთ სიმძიმეებს.
  • შემდეგ ლამელებს ვხსნით მორბენლებიდან.
  • თითოეული ლამელი დავახვიოთ რულონებად (სასურველია, გაახვიოთ დოლბანდში).
  • ჩაუშვათ საპნიან ან სარეცხის ფხვნილიან წყალში.

         არავითარ შემთხვევაში არ ჩააგდოთ სარეცხ მანქანაში!

ბოლოს ლამელები გააშრეთ და ოდნავ ნამიან მდგომარეობაში ჩამოკიდეთ თავის ადგილზე. სიმძიმეების წყალობით, ისინი თვითონვე გასწორდებიან და ბოლომდე გაშრებიან.