(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
,,დიო’’ ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

,,დიო’’ ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

დიო აუქციონი CSR ბავშვთა ჰოსპისი

20 სექტემბერს ,,თბილისი რუმსში’’ გამართულ აუქციონზე სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები გაიყიდა; რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ მიშა გოგრიჭიანის არაჩვეულებრივი ნახატი ,,ძაღლი ლეკვებით’’ კომპანია ,,დიო’’-მ შეიძინა.

 აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.

ამ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის დამატებითი სიკეთის გასაკეთებლად ღონისძებაზე 30 000 $ შეგროვდა. ყველა ლოტს დაემატა ხუთასი ლარი, რომელიც პრეზიდენტმა გაიღო შემოწირულობის სახით სარეზერვო ფონდიდან.

საქველმოქმედო საღამოს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „დიო“-მ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.  

20
სექ
2017