Logo
სიახლეები
C S R
“დიო“-მ ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“-ს მიერ გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

“დიო“-მ ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“-ს მიერ გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

30 მარტს  ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი"-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი სპონსორი კომპანია ,,დიო’’გახლდათ. ძეგ­ვის თავ­შე­საფ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ჰოს­პი­სის და პა­ლი­ა­ტი­უ­რი შინ მოვ­ლის სამ­სა­ხუ­რის, "ჰოს­პი­სი ფე­რის­ცვა­ლე­ბის" და­სახ­მა­რებ­ლად გამართულ საქ­ველ­მოქ­მე­დო გალა სა­ღა­მოზე წარმოდგენილი ქართველი მხატვრების ნახატებიდან კომპანია  ,,დიო’’-მ აგრეთვე  ბესო საყვარელიძის არაჩვეულებრივი პეიზაჟი  შეიძნა.

,,დიო’’-სთვის მნიშნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერა და მეორე წელია საქვემოქმედო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი"-ს მიერ  ორგანიზებულ გალა საღამოს სიამოვნებით უერთდება.

ძეგ­ვის თავ­შე­სა­ფარ­ში ამ­ჟა­მად 80 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათ შო­რის, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი და მი­უ­სა­ფა­რი მო­ხუ­ცე­ბი. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის" საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ებ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით მო­ხერ­ხდა ძეგ­ვის თავ­შე­საფ­რის შე­ნო­ბის აღ­დგე­ნა და შინ მოვ­ლის სამ­სა­ხუ­რის უფა­სო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. აღ­დგე­ნილ შე­ნო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და და­მა­ტე­ბით 60 ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის" კი­დევ ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია "ჰოს­პი­სი ფე­რის­ცვა­ლე­ბის" მო­წყა­ლე­ბის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს უფა­სო ჰოს­პისს, მო­წყა­ლე­ბის დე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრს და შინ მოვ­ლის სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად 100-ზე მეტ ტერ­მი­ნა­ლუ­რად და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა.

30 მარტს გა­მარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო გალა სა­ღა­მოდან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა აგ­რეთ­ვე, აუქ­ცი­ო­ნი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ძეგ­ვის თავ­შე­საფ­რის შე­ნო­ბის ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვას და ფე­რიც­ვა­ლე­ბის მო­წყა­ლე­ბის ცენ­ტრის უფა­სო პროგ­რა­მის გაგ­რძე­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

01
აპრ
2019
phone