(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ ინტელექტუალური თამაშების მხარდამჭერია

‘’დიო’’ ინტელექტუალური თამაშების მხარდამჭერია

7 ივნისს ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა, სადაც კომპანია ‘’დიო’’-მ მეორე ადგილზე გასული გუნდის ხუთივე მონაწილე ‘’დიო’’-ს სასაჩუქრე ნაკრებებით დააჯილდოვა.

თამაშში მონაწილე 10 გუნდიდან, რომლის შემადგენლობაში სულ 5 მონაწილე იყო ტურებად გაიმართა. ფინალში კი მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს.

კომპანია ‘’დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური თამაშებისა და განათლების ხელშემწყობი აქტივობების ხელშეწყობა, კომპანია მუდმივად ზრუნავს და ჩართულია ახალგაზრდების განვითარების პროექტებში.

07
ივნ
2019