(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ უკეთესი გარემოსთვის

‘’დიო’’ უკეთესი გარემოსთვის

‘’დიო’’ კამპანიაში #არაპლასტმასს ჩაერთო, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვაა. კამპანიის ფარგლებში ჯანმრთელობისათვის მავნე და გარემოს დამაბინძურებელი პლასტმასის ჭიქები ქაღალდის ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი ჭიქებით ჩანაცვლდა; რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს და შესაბამისად, ცივი ან ცხელი სასმელების მიღებისას უსაფრთხოდ გამოიყენება.

‘’დიო’’-ს თანამშრომლები, დამკვეთები და სტუმრები სწორედ ამ ჭიქებს გამოიყენებენ, ასევე ''დიო''-ს ჭიქები განთავსებულია მერიაში.

ამასთან ერთად კომპანია ‘’დიო’’ წლებია უკვე ოფისებში მწვანე ყუთებს მაკულატურის შესაგროვებლად იყენებს, რომელიც შემდგომ გადამუშავდება და კვლავ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთის დასამზადებლად გამოიყენება.

კომპანია ‘’დიო’’ ცდილობს უკეთესი გარემოს შექმნას და ეკოლოგიაზე ზრუნვას . 

კამპანია #არაპლასტმასს ორგანიზებულია კომპანია HG-ს მიერ. ის არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ამ საქმიანობას ახორციელებს, ''დიო'' კი სიამოვნებით შეუერთდა კამპანიას.

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე!

23
მაი
2019