(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
დიო-ს თანამშრომლებმა მ2-თან ერთად მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

დიო-ს თანამშრომლებმა მ2-თან ერთად მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

კომპანია ,,დიო''  ,,m2 უძრავი ქონების''  მიერ ორგანიზებულ #გაამწვანეს პროექტს სიამოვნებით შეუერთდა, რომელიც გულისხმობს მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენას . ,,დიო’’-ს თანამშრომლებმა გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა და ტერიტორიაზე ბუჩქები ჩარგეს. 

ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული გარემო, ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია.

ჩვენ, ,,დიო'' მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის მწვანე აქტივობებს.

ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება სხვა კერძო სექტორიც ჩაერთოს აღნიშნულ აქტივობაში და ერთად, ერთობლივი ძალებით უფრო სწრაფად მოხდება მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის გამწვანება.

ღონისძიებაში მონაწილეობა აგრეთვე, ,,მთაწმინდის პარკის'' ადმინისტრაციისა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

,,m2 უძრავი ქონების'' მიერ დაფინანსებული მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის პირველი ეტაპი 26 000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე ტერასებისა და ბილიკების მოწყობას, 8 სახეობის 3 000 ხე-მცენარის ჩარგვასა და სარწყავი სისტემის დამონტაჟებას მოიცავდა.

28
ივნ
2018