Logo
სიახლეები
C S R
‘’დიო’’-მ შშმ პირების დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

‘’დიო’’-მ შშმ პირების დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

19 აპრილს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც ‘’დიო’’ სიამოვნებით ჩაერთო.

დასაქმების ფორუმი სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელი დამსაქმებლებისა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების ორგანიზებულ, მასიურ შეხვედრა/გასაუბრებას გულისხმობს. მისი მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ხელშეწყობა. ‘’დიო’’ მსგავს ფორუმებში მუდმივად აქტიურად ერთვება და მხარს უჭერს ყველასთვის თანაბარი სამუშაო პირობები შექმნას.

დასაქმების ფორუმი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ‘’დიო’’-ს ყველა ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის და ‘’დიო’’-ში 1 შშმპ პირია დასაქმებული.

22
აპრ
2019
phone