(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
ირმა დაუშვილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის შესახებ

ირმა დაუშვილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის შესახებ

16 - 17 მაისს ‘’დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი ტრენინგზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის წახალისება საქართველოში CSR/RBC“ იმყოფებოდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას შემდეგ თემები გააცნო:

• რა არის CSR,

•  მისი დადებითი მხარეები,

•   რატომ უნდა იყოს კომპანია პასუხისმგებლიანი,

•  რა როლი აქვს CSR-ს ცნობადობის ამაღლებაში,

• რატომ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და კერძო სექტორი CSR-კამპანიებში,

•  ქართული წარმატებული CSR მაგალითები,

• მედიის როლი CSR- კამპანიაში.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის (CSR/RBC) შესახებ ტრენინგი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით გაიმართა.

ტრენინგის მიზანი კომპანიებთან ერთად ისეთ საკითხებზე საუბარი და მსჯელობა იყო, როგორებიცაა: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის როლი კომპანიაში, არსებული მდგომარეობა საქართველოში, არამატერიალური აქტივების ზრდა, ბრენდი და რეპუტაცია, კომპანიათა კარგი და ცუდი პრაქტიკა, სტრატეგია და კომუნიკაცია და ა. შ.

ტრენინგს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი 25-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა:

  ხორხე ილინგვორსი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC/ILO) დამსაქმებელთა პროგრამის მენეჯერი;

 მათიას ტორნსი - დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) გენერალური მდივნის მოადგილე;

 ვლადიმერ ჩუროვიჩი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სუბრეგიონალური ოფისის, დამსაქმებელთა აქტივობების მთავარი სპეციალისტი.

კომპანია ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობა და ის სხვადასხვა აქტივობებს მუდმივად ახორციელებს.

17
მაი
2019