(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ ინოვაციური სოციალური საწარმოს მხარდამჭერია

‘’დიო’’ ინოვაციური სოციალური საწარმოს მხარდამჭერია

კომპანია ‘’დიო’’-მ სოციალურ საწარმოს, რომელიც 20 აპრილიდან შშმ პირების დასაქმებასა და მათთვის სპეციალური სამოსის შექმნას მოემსახურება, სამუშაო სივრცე ფერადი ვერტიკალური ჟალუზებით სიამოვნებით გაუხალისა. 

საწარმოს შექმნის იდეა გაიანე მელითაურს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს ბანკისა და სიცოცხლის ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. კომპანია ‘’დიო’’ სიამოვნებით დაეხმარა მათ საწარმოს გაფერადებაში და სიხალისის შეტანაში. 


ვრცლად პროექტის შესახებ:
ადაპტური და საორსულე სამოსის სოციალური საწარმო, ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკისა და სიცოცხლის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა, აღნიშნული პროექტი ქართული ბაზრისთვის სრულ ინოვაციას წარმოადგენს და ანალოგი არ გააჩნია.

18
აპრ
2019