(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
კომპანია დიო-მ მოსწავლეებს უმასპინძლა

კომპანია დიო-მ მოსწავლეებს უმასპინძლა

2018 წლის 10 იანვარს, თბილისის N64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპანია „დიო“-ს ესტუმრნენ, სადაც მზა პროდუქციის შოურუმი და წარმოების პროცესი დაათვალიერეს. 

მოზარდებს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა უმასპინძლა, რომელიც მათ ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს მოხალისეობრივად უტარებდა. სწორედ ბატონმა თამაზმა შეძლო საკლასო ოთახში შეექმნა ბიზნესთან დაახლოებული გარემო და ბავშვებისათვის ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებები გაეცნო. 

„დიო“-ს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილ ახალ საწარმოში მოსწავლეები უშუალოდ  პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრნენ და ნახეს თითოეული პროდუქტი რა გზას გადის, სანამ მომხმარებლამდე მივა. 

მოზარდებთან ერთად კომპანია „დიო“-ს საწარმოს USAID საქართველოს მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი და USAID საქართველოს სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ. მისიის დირექტორმა ბატონ თამაზს გაწეული მოხალისეობრივი საქმიანობისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

10
იან
2018