Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-ს შოურუმები 1 თებერვლიდან გაიხსნა

კომპანია „დიო“-ს შოურუმები 1 თებერვლიდან გაიხსნა

მოგეხსენებათ 1-ლი თებერვლიდან მოქმედი შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა, შესაბამისად კომპანია „დიო“-ს შოურუმები კვლავ გაიხსნა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ.-დან 18:00სთ.-მდე ელის ერთგულ მომხმარებელს!

„ჩვენთვის თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოება ზრუნვისა და ინტერესის ყველაზე მაღალ საფეხურზეა, სწორედ ამიტომ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პანდემიის საწყისი ეტაპი იყო „დიო“-ში ვირუსის პრევენციის მიზნით არა-ერთი შესაბამისი ღონისძიება მრავალჯერ გატარდა.

   ახლა კი ყველაზე მეტად, მონატრებულ მომხმარებელთან შეხვედრა და მათი მასპინძლობა გვახარებს! გვსურს ავღნიშნოთ, რომ მათი მომსახურება ონლაინ რეჟიმში უწყვეტად ხორციელდებოდა, ჩვენ კი 25 წლის განმავლობაში მუდმივად მზად ვიყავით და ვართ, რომ მომხმარებელს ამომწურავი და  სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ! ამავდროულად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მივცეთ მათ საშუალება მიიღონ ჩვენი სერვისი უსაფრთხოდ და ყოველგვარი რეკომენდაციის გათვალისწინებით!“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

   შეგახსენებთ, კომპანია „დიო“  პანდემიის პერიოდის საწყისიდან - დღემდე ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რჩევის გათვალისწინებით ახორციელებს საქმიანობას.

იხილეთ კომპანია „დიო“-ს სათავო ოფისისა და ფილიალების მისამართები:

1)თბილისი (დიღომი)

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, ფარსადანის ქ. 3

2)თბილისი (საბურთალო)

ს. ცინცაძის ქ.79 (ყოფილი საბურთალოს ქ.55)

3) ბათუმი

ვახტანგ გორგასალის 128/134

4) ქუთაისი

ილია ჭავჭავაძის ქ. 20

5)თელავი

ჭავჭავაძის ქ. 52

01
თებ
2021
phone