Logo
სიახლეები
მედია
კომპანია დიოს არქიტექტორთა კლუბი ორი წლის გახდა

კომპანია დიოს არქიტექტორთა კლუბი ორი წლის გახდა

ამა წლის 10  აპრილს 11:00 სთ-ზე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში  კომპანია ,,დიო’’ -ს არქიტექტორთა კლუბის ორი წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა.  სადღესასწაულო საღამოს  კლუბის წევრი არქიტექტორები და დიზაინერები დაესწრნენ.

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ ჩეხური კომპანია „იზოტრას“ სემინარს დასწრებოდნენ. ,,დიო’’-ს ახალ პროდუქტებს გაცნობოდნენ და  თანამედროვე გარედამცავ ჟალუზებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

„კომპანია ,,დიო’’ მუდმივად ცდილობს წარმოებაში დანერგოს ევროპული, თანამედროვე და საიმედო პროდუქტები. ამჯერად, გარე დამცავი ჟალუზების მიმართულებით,  ნედლეულის კუთხით ჩეხ კომპანისთან თანამშრომლობა გადავწვიტეთ, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ ხარისხიანი და საჭირო პროდუქტი იქნება ყველა ქართველისთვის. ’’ -  განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა.

კლუბის მიზანია კომპანია „დიოს“ ირგვლივ გავაერთიანოთ ყველა წამყვანი და აქტიური არქიტექტორი, რათა შევძლოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პირველებს მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ, მოვისმინოთ თქვენგან რჩევები და ერთად ვიმუშავოთ საინტერესო პროექტებზე.

10
აპრ
2018
phone