Logo
სიახლეები
მედია
‘’დიო’’-მ ყაზახეთიდან დელეგაციას უმასპინძლა

‘’დიო’’-მ ყაზახეთიდან დელეგაციას უმასპინძლა

‘’დიო’’-ს 25 სექტემბერს სავაჭრო-სამრეწველო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ყაზახეთიდან დელეგაცია ეწვია, რომლებმაც ‘’დიო’’-ს საწარმო დაათვალიერეს, მუშაობის სპეციფიკასა და თავისებურებებს გაეცნენ, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ყაზახეთის დელეგაციის წევრებს ‘’დიო’’-მ სიამოვნებით უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ: ყაზახეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და სხვა და სხვა პროფილის საწარმოს წარმომადგენლები: საგზაო ინფრასტრქტურა, ელექტრო მოწყობილობები, ალუმინის პროფილების წარმოება და სხვა.

24-26 სექტემბერს სავაჭრო-სამრეწველო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს ყაზახეთიდან სტუმრები ეწვივნენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

26
სექ
2018
phone