(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
‘’დიო’’-მ global compact-ისა და „CIDA”-ს წევრებს გამოცდილება გაუზიარა

‘’დიო’’-მ global compact-ისა და „CIDA”-ს წევრებს გამოცდილება გაუზიარა

12 სექტემბერს კომპანია „დიო“-მ global compact-ისა და ქალთა გაძლიერების ორგანიზაცია „CIDA”-ს წევრ ორგანიზაციებს უმასპინძლა და შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრაზე ‘’დიო’’-ს ხარისხის მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტუმრებს წარმოების პროცესი გააცნო და უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში გატარებული ღონისძიებები და გამოწვევები გაუზიარა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საიტნერესო თემებზე ესაუბრათ და კვალიფიციური ადამიანებისგან საინტერესო რჩევები მიეღოთ. ასევე სტუმრებმა ‘’დიო’’-ს საწარმო და შოურუმი დაათვალიერეს.

„დიო“ მუდამ მზად არის სხვადასხვა კომპანიას გამოცდილება სიამოვნებით გაუზიაროს და გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.

17
სექ
2019