Logo
სიახლეები
თანამშრომლები
„როდესაც ბიზნესს ვიწყებდი...“ - როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

„როდესაც ბიზნესს ვიწყებდი...“ - როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

ირმა დაუშვილი, კომპანია ,,დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: „მსოფლიოს ძალზედ ცოტა ქვეყანაში იღებენ ქალები მონაწილეობას ბიზნესში, ისევე სრულფასოვნად, როგორც მამაკაცები. შესაბამისად, ქალი მეწარმეების წინაშე არსებობს საკუთარი თავის სრულად რეალიზების პრობლემათა სპექტრი. ამ სპექტრიდან ტიპიური პრობლემებია ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მეწარმეობის განათლების პრობლემა.

ეს პრობლემები კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის დიდი გამოცდილება ქალი მეწარმეობის. ასევე ქალების განვითრებას ბიზნესს სექტორში ხელს უშლის განათლების ნაკლებობა. დღეს ახალგაზრდა თაობას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ისწავლოს და განვითარდეს. მეტი წვდომა აქვთ ინფორმაციაზე, თუმცა რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება ტრადიციული მიდგომა ქალის საქმიანობისადმი.

ქალებისთვის განსაკუთრებით მძიმეა გაანაწილოს დრო ოჯახსა და საქმიანობას შორის. მას მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება ოჯახი თუ საქმიანობა, მუდამ გაქვს დანაშაულის გრძნობა საკუთარი შვილების მიმართ, რომ მათ რაღაც დააკელი.

ქალებს ყოველთვის ორმაგად უწევთ შრომა, რომ დაამტკიცონ, მათაც შესწევთ უნარი ისევე წარმატებით მართონ ბიზნესი და მოიპოვონ ნდობა საზოგადოებაში. ქალის მიერ წამოწყებულ ინიციატივებს ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ. ასე იყო 25 წლის წინ, როცა ჟალუზების ბიზნესს ვიწყებდი. ცოტას თუ სჯეროდა ჩემი საქმიანობის წარმატების. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა, რომელიც ხშირად არ აქვთ ქალებს. ზოგჯერ ხელსაც კი უშლიან მის წარმატებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა თავად ირწმუნონ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი იდეის განხორციელება. მოიპოვონ ინფორმაცია და ირწმუნონ წარმატების. მეწარმე ქალების ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, თუმცა რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას დაძლევ, მით უფრო ძლიერდები და უფრო გაბედულად მიდიხარ შენი მიზნისაკენ“.

 

წყარო: https://www.bpn.ge/article/53811-rodesac-bizness-vicqebdi-rogoria-sakartveloshi-kalebistvis-biznesis-keteba/

08
მარ
2019
phone