ვაკანსიები
აზომვების ექსპერტი

აზომვების ექსპერტი

გამოქვეყნდა: 10.04.2019

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა–ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების წარმოებაში, ფირმა „დიო“ დაარსესებიდან 23-ე  წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს. "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას აზომვების ექსპერტის თანამდებობაზე. 

სამუშაო  ადგილი: .. დიო  სათავი ოფისი/ობიექტები

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები ;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • საშუალო ან პროფესიული  განათლება/საინჟინრო,არიტექტურული... ;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი  ქართულად .  
  • კარგად განვითარებული მათემატიკური უნარები;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სასურველია   მუშაობის გამოცდილება  1 წელი.
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება

 

კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ  კარ-ფანჯრების   და/ან ჟალუზების და მზის დამცავი    სისტემების  აზომვის , მონტაჟის  გამოცდილება გაგაჩნიათ;

ასევე ფლობთ  რუსულს   და დამატებით სხვა უცხო ენას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი,
  • პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება,შეთავაზების გაკეთება მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ;
  • აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის  შედგენა., შეკვეთის მიღება,
  • მიღებული შეკვეთის დასამზადებლად გადაცემა;

 

თქვენ შეისწავლით:

  • „დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ  ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს გაყიდვების, წარმოების, აზომვებისა  და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.
  • სწავლებას  გაივლით თბილისში, „დიო“-ს სათავო ოფისში,

   

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

 

 განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა:   2019 წლის  15 მაისი.    

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატები მიიღებთ  შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე .  რის შემდეგაც  გაივლით  ტესტირებას  და  გასაუბრებას.

 

აქვე გაცნობებთ, , რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებებს!


 

ბოლო ვადა: 15.05.2019
დაბრუნება