Logo
ვაკანსიები
აზომვების ექსპერტი

აზომვების ექსპერტი

გამოქვეყნდა: 27.04.2021

  შპს „დიო“ დაარსებიდან 25-ე  წელს ითვლის და წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში.

   კომპანიის სათაო ოფისი და ქარხანა მდებარეობს თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

„დიო“-ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი  დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ვაკანსიას აზომვების ექსპერტის თანამდებობაზე. 

სამუშაო ადგილი: .. დიო სათაო ოფისი/ობიექტები.

 

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული სამუშაო პირობები ;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
  • სახელფასო სარგო: ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან;

 

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • უმაღლესი ან პროფესიული  განათლება/საინჟინრო, არქიტექტურის მიმართულებით;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
  • ა/მანქანის მართვის მოწმობა და მართვის 2 წლიანი გამოცდილება.
  • გამართული საუბარი  ქართულად;  
  • კარგად განვითარებული მათემატიკური უნარები;
  • პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება  1 წელი.

 

კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების ან/და ჟალუზების და მზის დამცავი სისტემების აზომვის , მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ;

ასევე ფლობთ რუსულ ენას სასაუბრო დონეზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი, პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, და მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა; 
  • აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის  შედგენა, კალკულაცია, შეკვეთის მიღება, თანხის მიღება, ჩგდ-ს  გამოწერა.
  • მიღებული შეკვეთის დასამზადებლად გადაცემა;

 

 

თქვენ შეისწავლით:

  • „დიო“-ში წარმოებულ ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. გაეცნობით „დიო“–ს გაყიდვების, წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს,  კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.
  • სწავლებას  გაივლით თბილისში, „დიო“-ს სათაო ოფისში, ასევე ობიექტებზე.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge  და  სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება: აზომვების ექსპერტი .

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  25 მაისი.

მხოლოდ გასაუბრებისთვის  შერჩეულ კანდიდატებთან  მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება შეხვედრა.

(ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით , ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად)

 

აქვე გაცნობებთ,  რომ „დიო“ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო“ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

გისურვებთ წარმატებას!


 

 

ბოლო ვადა: 25.05.2021
დაბრუნება
phone