(+995 32) 236 11 12; 236 55 64
ვაკანსიები
აზომვების /მონტაჟის სპეციალისტი ბათუმში

აზომვების /მონტაჟის სპეციალისტი ბათუმში

გამოქვეყნდა: 11.06.2019

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

ფირმა „დიო“ დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას აზომვების /მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს ბათუმის გაყიდვების სალონი

ჩვენი შემოთავაზება:

  • 6 დღიანი სამუშაო კვირა,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები ;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება/საინჟინრო,არიტექტურული
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი ქართულად
  • სამუშაო იარაღების ფლობა;
  • კარგად განვითარებული მათმატიკური უნარები;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სასურველია 6 თვიდან -დან 1 წლმდე მუშაობის გამოცდილება.
  • B კატეგორიის მანქანის მართვის მოწმობა  და გამოცდილება.
  • კანდიდატის შერჩევისას უპირატესობით ისარგებლებთ, თუ თქვენ კარ-ფანჯრების და/ან ჟალუზების და მზის დამცავი სისტემებისაზომვის, მონტაჟის გამოცდილება გაგაჩნიათ;
  • ასევე ფლობთ რუსულსა და დამატებით სხვა უცხო ენას.

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებთან ინდივიდუალური მუშაობა: ობიექტზე ვიზიტი,
  • პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა;
  • აზომვების განხორციელება, მუშა ნახაზის შედგენა., შეკვეთების მიღება,
  • მიღებული შეკვეთს დასამზადებლად გადაცემა;
  • ობიექტზე პროდუქციის მონტაჟის განხორციელება.

 

თქვენ შეისწავლით:

  • „დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ ტექნიკურ მახასიათებლებს .
  • გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კალკულაციის პრინციპებს.

 

სტაჟირებას გაივლით დიო“-ს ბათუმის წარმომადგენლობაში, ვახტანგ გორგასალის 128/134

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: batumi@dio.ge.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ივლისამდე. 

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. დიო ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 15.07.2019
დაბრუნება