(+995 32) 236 11 12
ვაკანსიები
გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტი

გამოქვეყნდა: 07.09.2018

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში.

ფირმა „დიო“ დაარსებიდან 22-ე  წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: შ.პ.ს „დიო“–ს  საბურთალოს ფილიალი - ს. ცინცაძის ქ.79 (ყოფილი საბურთალოს ქ.55)

ჩვენი  შემოთავაზებაა:

  • 5 დღიანი  სამუშაო კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • წახალისების  სისტემა;
  • კომფორტული საუშაო პირობები ;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი  მოთხოვნებია:

  • პროფესიული ან/და უმაღლესი  განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარჩვევები;
  • ქართულად გამართული საუბრის უნარი (უპირატესობა მიენიჭებათ  რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეთ.)
  • კომპიტერული საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სასურველია  მუშაობის გამოცდილება.

 თქვენ შეისწავლით:

„დიო“_ში წარმოებულ ყველა პროდუქტს , მათ  ტექნიკურ მახასიათებლებს . გაეცნობით „დიო“–ს წარმოების, აზომვებისა  და მონტაჟის პროცესებს. კომპანიაში დანერგილი კომპიუტერული პროგრამების მოხმარებას.

 თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

  • დამკვეთებისთვის  პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
  • მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევა ,როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში
  • შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და აზომვების სპეციალისტებთან გადამისამართება.

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.   

 განცხადების  მიღების  ბოლო  ვადაა:   2018 წლის  30  სექტემბერი

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება მათ მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე .  რის შემდეგაც  მოუწევთ  2 ეტაპის გავლა:  ტესტირება  და  გასაუბრება.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 30.09.2018
დაბრუნება