(+995 32) 236 11 12
ვაკანსიები
გაყიდვების სპეციალისტი ქუთაისში

გაყიდვების სპეციალისტი ქუთაისში

გამოქვეყნდა: 13.06.2019

შპს ,,დიო“  სტაბილური და მზარდი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, მას 23 წლიანი ისტორია აქვს. ,,დიო“ ლიდერია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში.

ჩვენი სათაო ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. თბილისში. ფილიალები კი ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველფოფს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მისი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.

დიოს დიდი გუნდი ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს ქ. ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის ქ 20

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაღაურება: ფიქსირებული +ბონუსი

 

სასურველია:

  • 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (EXEL, WORD)

 

აუცილებელია:

  • გამართულად მეტყველებდეთ ქართულად, იყოთ პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური
  • თავაზიანი დაკომუნიკაბელური,შედეგზე ორიენტირებული
  • ადვილად ითვისებდეთ ახალ ინფორმაციას და სწორადგადასცემდეთსხვას
  • ერკვეოდეთ ტექნიკურ საკითხებში , ნახაზში ...
  • და რაც მთავარიაგქონდეთ მოტივაცია გაყიდოთრაც შეიძლება მეტი და შესაბამისად გამოიმუშავოთ მეტი.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:

  • დამკვეთის კონსულტირება: დიო-ს წარმოებული პროდუქციის
  • მახასიათებლების გაცნობა
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება პროგრამაში და
  • დღის გეგმის შედგენა აზომვა-მონტაჟისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: jobs@dio.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების სპეციალისტი).

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: ტესტირება, გასაუბრება.

 

დიო ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 12.07.2019
დაბრუნება