Logo
ვაკანსიები
გენერალური დირექტორის ასისტენტი

გენერალური დირექტორის ასისტენტი

გამოქვეყნდა: 01.05.2018

შპს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.
კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შპს "დიო"-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ

თუ ხართ:

** კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე 
** განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებული
** გაქვთ უმაღლესი განათლება - ან სწავლობთ დამამთავრებელ კურსზე

ასევე კარგად ფლობთ:

** ინგლისურს და რუსულს
** საოფისე პროგრამებს 
** წერილის შედგენის და პრეზენტაციის მოწყობის ტექნიკას

დიო გთავაზობთ:

** საინტერესო საქმიანობას
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** წახალისების სისტემას
** ნაწილობრივ ტრანსპორტირებას
** კვებით უზრუნველყოფას

თქვენი მოვალეობები იქნება:

** გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში ასისტირება
** საქმიანი შეხვედრების / ვიზიტების ორგანიზება, ორგანიზაციებთან ურთიერთობა
** სტუმრების მიღება / შეხვედრებზე დასწრება / საჭიროებისამებრ თარგმნა
** კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი კონტროლი
** კომპანიისთვის განვითარების პროექტების ინიცირება და კოორდინირება
** სოციალური პროექტების განხორციელებაში ჩართულობა
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა
** წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა/თარგმნა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: 
hr@dio.ge

გაითვალისწინეთ, რომ განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 მაისი.

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე/ მობ. ნომერზე. მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გიდასტურებთ, რომ: კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ვანიჭებთ.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის! გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 15.05.2018
დაბრუნება
phone