ვაკანსიები
გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი

გამოქვეყნდა: 10.10.2018

"დიო’’-ს  ინოვაციური   მარკეტინგის   გუნდში   ვეძებთ  გრაფიკულ  დიზაინერს, მისი სამუშაო ადგილი გახდება „დიო“-ს სათავო ოფისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, ფარსადანის ქ 3.

ვის ვეძებთ ?

თუ ხარ შემოქმედებითი, სწრაფი, გემოვნებიანი, თუ თვლი რომ დიზაინი კომპანიის იმიჯისთვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ მზად ხარ სხვადასხვა საინტერესო  პროექტები შენს სახელს უკავშირდებოდეს,  მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

 

შენ დაგევალება:

  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების  შექმნა/დამუშავება;
  • სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების (საიმიჯო ბუკლეტები, კატალოგები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, პოსტერები, ფლაერები)  მომზადება;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღება;

 

უნდა გქონდეს:

  • Photoshop, Illustrator, InDesign პროგრამების  ცოდნა;
  • სასურველია After effects, Premier პროგრამების  ცოდნა;
  • უნარი კრეატიულად წარმოაჩინო კომპანიის მესიჯები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

 

დიოს შემოთავაზებაა :
 

  • მეგობრული  სამუშაო გარემო
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • წახალისების სისტემა; 
  • ნაწილობრივი ტრანსპორტირება
  • კვებით უზრუნველყოფა;


ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოაგზავნეთ  CV  და პორტფოლიო  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.    

გაითვალისწინეთ, რომ  განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018  წლის 31 ოქტომბერი.

 გთხოვთ, იყოთ ყურადღებით:  შერჩევის შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ–ფოსტაზე/მობ. ნომერზე.  მოგიწვევთ ჩვენს სათავო ოფისში გასაუბრებისთვის, აქვე შევამოწმებთ თქვენს პროფესიულ უნარებს.

აქვე გიდასტურებთ, რომ:

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 31.10.2018
დაბრუნება