(+995 32) 236 11 12
ვაკანსიები
ლოგისტიკის სპეციალისტი

ლოგისტიკის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 20.11.2018

შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში, ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 22-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: ტექნიკური სამსახურის უფროსთან.

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;

** 5 დღიანი სამუშაო კვირა,

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** წახალისების სისტემა;

** კვებით უზრუნველყოფა;

** ნაწილობრივ ტრანსპორტირება.

ჩვენი მოთხოვნებია:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მენეჯმენტის, ფინანსების განხრით)

** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. ინგლისურის ცოდნა (სასურველი)

** MS Office-ის კარგი ცოდნა;

** ა/მანქანის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;

** სასაწყობო პროგრამების ცოდნა (1C სასურველია)

** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.

** დამკვეთებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი

** გუნდის კოორდინაციის უნარი.

თქვენი მოვალეობებია:

** დღის სამონტაჟო გეგმის შემუშავება, განხორციელებულის მონიტორინგი;

** მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება; მონტაჟის სრულის პროცესის დაგეგმვა და უკუკავშირი;

** სამონტაჟო ჯგუფების კოორდინაცია, მათთვის გეგმის შეთანხმება გ;

** პროდუქციის მონტაჟის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 15 დეკემბერი.

შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.

 

აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "დიო" ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 15.12.2018
დაბრუნება