(+995 32) 236 11 12
ვაკანსიები
მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟის სპეციალისტი

მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟის სპეციალისტი

გამოქვეყნდა: 05.08.2019

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში.

ფირმა „დიო“ დაარსებიდან 23-ე წელს ითვლის.

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო“–ს წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ახალ პოზიციას მონტაჟის სპეციალისტის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ჩვენი შემოთავაზება:

•  6 დღიანი სამუშაო კვირა,

•  წახალისების სისტემა;

•  უსაფრთხო საუშაო გარემო ;

•  პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;

ჩვენი მოთხოვნებია:

•   B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;

•   მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 2 სექტემბერი.

გთხოვთ იყოთ ყურადღებით: შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ მობ.ტელეფონზე და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ „დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. „დიო’’ ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 02.09.2019
დაბრუნება