Logo
ვაკანსიები
შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

შრომის უსაფრთხოების ოფიცერი

გამოქვეყნდა: 12.11.2018

შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 23-ე  წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ  ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია:  გენერალურ დირექტორთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ;

ჩვენი  შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;

** 5 დღიანი  სამუშაო კვირა,

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** წახალისების  სისტემა;

** კვებით უზრუნველყოფა.

ჩვენი  მოთხოვნებია:         

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების დაცვის სერტიფიკატი

** შრომის უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა

** ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა სასურველია

** MS Office-ის  კარგი ცოდნა;

** პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული, პრინციპული

** გუნდის მართვის უნარი

** სასურველი ტრენინგები (IOSH, Nebosh, ILO სტანდარტების შესაბამისად)

** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

თქვენი მოვალეობებია:

** შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შექმნა/განახლება შესაბამისი კანონმდებლობის და სტანდარტების  მოთხოვნების მიხედვით.

** შრომის უსაფრთხოების ნორმების რეგულარული მონიტორინგი საწარმოსა და სამონტაჟო ობიექტებზე.

** რისკების შეფასება და საფრთხეების განსაზღვრა ობიექტებზე.

** ინციდენტების აღმრიცხველი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.

** უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების რეგულარული ჩატარება

** შესრულებული  სამუშაოების ანგარიშგება ხელმძღვანელებთან.

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი  ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge  2018 წლის  10 დეკემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე, რის შემდეგაც გაიმართება გასაუბრება.

 

აქვე გაცნობებთ, რომ "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. "დიო" ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 10.12.2018
დაბრუნება
phone