Logo
Our News
Media
„დიო“-მ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა!

„დიო“-მ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა!

„დიო“-მ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების  შეხვედრების სერიების ფარგლებში უმასპინძლა. მოქმედმა და დამწყებმა არქიტექტორებმა კომპანიის შოურუმი და საწარმოები დაათვარიელეს, ამავდროულად პროდუქციისა, მასალების, ტექნოლოგიებისა და კომპანიის შესახებ მოკლე პრეზენტაცია მოისმინეს.

„სტუდენტებთან შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, მაქსიმალურად ვეცადეთ დეტალურად გაგვეცნო ჩვენი პროდუქცია, ვისაუბრეთ დამზადების სპეციფიკასა და იმ მთავარ აქცენტებზე, როგორებიცაა პროდუქტის ხარისხი, ადგილბრივი წარმოების მნიშვნელოვნება, მიწოდების სწორად განსაზღვრული ვადები დ კომპანიის კულტურა. მსგავსი მოკლევადიანი პრაქტიკა თუ პროგრამები ძალიან სასარგებლოა დამწყები არქიტექტორებისთვის, მოკლე სემინარები და სამშენებლო ინდუსტრიაში ნაწილობრივ გარკვევა მათ სამომავლო პერსპექტივას ზრდის, მათი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ფართოვდება. კომპანიაში ინტეგრირებულია „არქიტექტორთა კლუბი“ - სადაც წამყვანი არქიტექტორები არიან გაწევრიანებულნი და უკვე რამდენიმე წელია მათთან მჭირდო კოლაბორაციით არა-ერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. დიდი სურვილი გვაქვს სტუდენტები, რომლებიც გვესტუმრნენ სამომავლოდ ჩვენი პარტნიორები გახდებიან და ერთად მრავალ საინტერესო პროექტზე ვიმუშავებთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „დიო“ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ძალიან ხშირად თანამშრომლობს და სტუდენტებისთვის სასარგებლო აქტივობებსა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობ კამპანიებს საკმაოდ ხშირად ანხორციელებს.

12
Jul
2023
phone