Logo
სიახლეები
C S R
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის სტუდენტები დიო-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის სტუდენტები დიო-ში

   შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტის სტუდენტები კომპანია ,,დიო’’-ს ესტუმრნენ

სამშაბათს, 29 აგვისტოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერიტეტისა (IBSU) და ჩინეთის წამყვანი საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის (UIBE) უნივერსიტეტის - ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია ‘’დიოს’’ ესტუმრნენ, რომელიც უკვე 21 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს და ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავეა.

 სტუმრებმა კომპანიის შოუ რუმი და საწარმო მოინახულეს, სადაც 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სტუდენტები კომპანიის პროდუქციის თითქმის ყველა სახეობასა და ხარისხს გაეცნენ. საწარმოში პროდუქციის დამზადების ეტაპები დაათვალიერეს და თითოეული პროდუქტი ნახეს, სანამ მომხმარებლამდე მივა - თუ რა გზას გადის.

კომპანია ,,დიო’’-სა და IBSU-ს შორის მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები და სხვადასხვა აქტივობები კვლავ განხორციელდება.

 

29
აგვ
2017
phone