მინა-პაკეტში ჩასმული ჟალუზი "სანრემო" წარმოადგენს ჰორიზონტალური ფარდა- ჟალუზის ინოვაციურ ტიპს.
ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზი მოთავსებულია ჰერმეტიზირებულ მინა-პაკეტში, ჰიგიენურია და პრაქტიკულად მოვლას არ საჭიროებს.
კარ-ფანჯრის გაღება-დახურვის დროს უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს;
მარტივად იმართება მინაზე მიმაგრებული მაგნიტის მექანიზმების საშუალებით. (შესაძლებელია ფირფიტების როგორც ნახევრადწრიული ბრუნვა, ასევე მათი ვერტიკალურ სიბრტყეში აკეცვა და ჩამოშვება).
"სანრემოს" გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური და აუცილებელია ისეთ დაწესებულებებში, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენური ნორმების დაცვას.
მაგ.: საავადმყოფოები, საოპერაცო ბლოკები, სხვადასხვა ქიმიური ლაბორატორიები და ა.შ.
ხელმისაწვდომია ფერთა ფართო არჩევანი;
მისი მონტაჟი შესაძლებელია როგორც მეტალოპლასტმასის, ისე ალუმინის პროფილებში.
უპირატესობები:
მინა-პაკეტი 30 მმ ( მინის სისქე 4მმ)
მინა-პაკეტი 32მმ (მინის სისქე 4მმ-6მმ)
შესაძლებელია მინა-პაკეტში ჩასმული ჰორიზონტალური ფარდა- ჟალუზის ავტომატური მართვა ფრანგული კომპანია „Somfy”-ის ძრავისა და პულტის საშუალებით.
ჟალუზი სანრემო (მინა-პაკეტში ჩასმული ჟალუზი) წარმოადგენს ჟალუზის ახალ, თანამედროვე და მოსახერხებელ ტიპს, რომელიც მარტივად იმართება მინა-პაკეტზე გარედან მიმაგრებული მაგნიტების, ან სპეციალური სამართავი ბურთულიანი თოკის მეშვეობით. ჟალუზი სანრემო მოთავსებულია ორმაგ მინა-პაკეტში, არ იმტვერება და არ ზიანდება; ხელმისაწვდომია ფერთა ფართო არჩევანი; ამ ტიპის ჟალუზის მონტაჟი შესაძლებელია როგორც მეტალოპლასტმასის, ისე ალუმინის პროფილებში.