ალუმინის გარედამცავი ჟალუზი ეს არის დაცვა, რაც არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სახლის ან ოფისისთვის.
„დიო“–ს გარედამცავი ჟალუზები შედგება სხვადასხვა ზომის ალუმინის პროფილებისგან: 37 მმ, 41 მმ, 52 მმ, 77 მმ. მათი შერჩევა, სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, დამოკიდებულია ფანჯრის, ღიობის ზომებზე. რაც უფრო დიდია ღიობი, სასურველია შეირჩეს უფრო განიერი პროფილი. გარედამცავი ჟალუზის პროფილები მოძრაობს მიმმართველებში ძრავის ან ხელის მექანიზმის მეშვეობით და კომპაქტურად, დახვეულ მდგომარეობაში იმალებიან ზედა კოლოფში. გარედამცავი ჟალუზების პროფილები ორმაგი ფენისაა და შიგნით ამოვსებულია პოლიურეტანის ქაფით (1 მმ-დან 3 მმ-მდე).
პენოპლასტი უზრუნველყოფს თბოიზოლაციას ზამთარშიც და ზაფხულშიც. პენოპლასტის ფენა იცავს პროფილს შიდა მხარეს გახურებისგან და გაცივებისგან. ამიტომ მაღალი თუ დაბალი ტემპერატურისას შიდა ფენა ყოველთვის ინარჩუნებს სასურველ ტემპერატურას. მათი აწყობა ხდება მაღალი ხარისხის დანადგარებზე რაც საშუალებას გვაძლევს თითქმის უშეცდომოდ დაიჭრას პროფილები.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები უზრუნველყოფენ მათ აწყობას და მონტაჟს.
ალუმინის გარედამცავი ჟალუზის მართვა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე მექანიკურად.
გარედამცავი ჟალუზი გვაქვს ორი ტიპის:
1. ცეცხლგამძლე გარედამცავი ჟალუზი;
2. ალუმინის გარედამცავი ჟალუზი