ისტორია - ვინ ვართ ჩვენ?
შპს ,,დიო’’-ს ისტორია 28 წლის წინ, 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე.
ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს.
,,დიო’’-ს მუდმივად უჭირავს ხელი მომხმარებლის პულსაციაზე და სისტემატიურად შემოაქვს ახალი, ინოვაციური პროდუქტები რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და ეს ყველაფერი შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს.
"დიოს" მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს, როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები.
კომპანიას აქვს საკმაოდ გრძელი ღირებულებათა ჯაჭვი დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციით და გაყიდვების შემდგომი სერვისით - მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ.
დღეს კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.
,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015–ის სერტიფიკატებს.
მისია
ინოვაციური მიდგომით, უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რომელიც ემსახურება მომხმარებლებისათვის კომფორტული, ეკოლოგიური და თანამედროვე გარემოს შექმნას საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში.
ხედვა
მივიდეთ სასურველ მიზნამდე - შევქმნათ მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქცია და შესაბამისი მომსახურება. ყოველდღიურად ვიზრუნოთ, როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიის პერსონალის კმაყოფილების ამაღლებაზე. თანამშრომლებს შევუქმნათ ჯანსაღი და კომფორტული სამუშაო გარემო.
მიზანი
,,დიო’’-ს მიზანია ჩამოაყალიბოს გარემო, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. კომპანია ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი პროდუქტი/მომსახურება, რომელიც შეუქმნის გამორჩეულ გარემოს, მაქსიმალურ კომფორტს, ამავდროულად იქნება მაღალი ხარისხის და სრულიად გაითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტებს.
სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია "დიო" დაარსების დღიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მუდმივად ახორციელებს არაერთ სოციალურ პროექტს.
,,დიო’’-ს წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქციასთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქციის შექმნის სხვადასხვა ეტაპში. მათი ერთგულება, ცოდნა და გამოცდილება წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს საყრდენს. ,,დიო’’-ს ხარისხს ქმნის თითოეული გუნდის წევრი.