„დიო“ წარმოგიდგენთ ჭკვიან საკეტებს, თანამედროვე და უსაფრთხო გადაწყვეტას თქვენი სახლისა თუ ოფისისთვის. მასში გაერთიანებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, მაქსიმალური დაცულობა და ყოველდღიურ კომფორტი.
ჭკვიანი საკეტების დახმარებით აღარ არის საჭირო ტრადიციული გასაღების გამოყენება. 7 განსხვავებული მოდელი სხვადასხვა ფუნქციითა და შესაძლებლობით საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ თქვენი სივრცისა და საჭიროებების შესაბამისი საკეტი
ძირითადი უპირატესობები:
მონტაჟი
ჭკვიანი საკეტები შესაძლებელია დამონტაჟდეს სახლის, ბინის, ოფისისა და სხვა ტიპის სივრცეების კარებზე. მონტაჟს უზრუნველყოფს „დიოს“ პროფესიონალური გუნდი, რაც სისტემის სწორ და გამართულ ინსტალაციას უზრუნველყოფს.
მეტი კონტროლი და საიმედოობა
აპლიკაციის საშუალებით დისტანციურად აკონტროლეთ კარის გაღება და ჩაკეტვა, მიიღეთ შეტყობინებები და შეიტყვეთ, რა ხდება თქვენს კართან. ჩაშენებული კამერა, ავტომატური მექანიზმი, ხარისხიანი მასალები და დატენვადი ბატარეა უზრუნველყოფს კომფორტულ, სტაბილურ და ხანგრძლივ გამოყენებას.
თანამედროვე ჭკვიანი საკეტები სახლისა და ოფისისთვის: მაღალი უსაფრთხოება, 3D სახის ამოცნობა, დისტანციური მართვა და გასაღების გარეშე წვდომა. 7 განსხვავებული მოდელი და პროფესიონალური მონტაჟი.