‘’დიო’’-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ მინის გადახურვის რამდენიმე სახეობა.
თერმულად შეღებილი მეტალის კონსტრუქცია მინასთან კომბინაციაში დახვეწილი და ესთეტიკური დიზაინით გამოირჩევა.
მას იყენებენ, როგორც:
- შენობის შესასვლელი ტერიტორიის გადასახურად;
- ტერასის გადასახურად (მათ შორის პერგოლასთან კომბინაციაში);
- ფანჩატურის გადასახურად;
- შიდა სივრცის იზოლირებისთვის.
პროექტიდან გამომდინარე შესაძლებელია მინასთან კომბინაციაში გამოყენებული იქნას ე.წ. “სპაიდერული” სისტემა და ალუმინის კონსტრუქცია.
მისი ძირითადი უპირატესობებია:
o კონსტრუქციის სიმტკიცე, რომელიც ერგება 4 სეზონს,
o სწრაფი მონტაჟი
o ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებშიც კი მოსავლელად მარტივი და მოსახერხებელია.
რეკომენდებული ზომები:
სიგანე სურვილის მიხედვით, პროექცია (წინ გამოსვლა) 1 მ / 1,5მ
მეტი პროექციის შემთხვევაში - სიმყარისთვის სასურველია დაემატოს ბოძები.
კონსტრუქცია იღებება და მინის ფერის შერჩევა ხდება სპეციალური კატალოგიდან დამკვეთის სურვილის მიხედვით.