Logo

სერვისი

კონსულტაცია

მოიცავს როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე კონსულტაციას ზომების აღებისას, კომპანიის საკონსულტაციო ოფისებში – სათავო ოფისი, საბურთალოს ოფისი,  ქუთაისის, ბათუმისა და თელავის ფილიალები.

დაგვიკავშირდით - 2361112 , ასევე მოგვწერეთ ელ.ფოსტის მისამართზე: info@dio.ge  ან ჩვენს სოციალურ გვერდზე www.facebook.com/Dio.Ltd  და მიიღეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია.

ზომის აღება

შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს აზომვების ჯგუფის წარმომადგენელი მიდის ობიექტის სანახავად. ადგილზე იღებს ზომებს, ითვლის ფასს, ათანხმებს ყველანაირ ინფორმაციას დამკვეთთან (იგულისხმება პროდუქტის ფერი, ზომა, კონფიგურაცია და ა.შ.)

დიზაინი და პროექტირება

შეკვეთის გაფორმებამდე შესაძლებელია პროდუქტის ვიზუალიზაცია დამკვეთის მიერ შერჩეული მოდელისა და ფერების მიხედვით, ასევე ფოტომონტაჟების მომზადება.

მონტაჟი

თანხის გადახდისა და შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში პროდუქცია მზადდება 3-4 დღის განმავლობაში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) და სამონტაჟო ჯგუფი უზრუნველყოფს მის მონტაჟს.

რემონტი

ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიძახოთ სარემონტი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მის შეკეთებას.

საგარანტიო მომსახურება

ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქციას აქვს საგარანტიო პერიოდი, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი მიზეზით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში კომპანია პასუხისმგებელია მის შეკეთებაზე. საგარანტიო პერიოდი მოიცავს 3 -თვიდან 3 წლის ვადას, პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე.

phone