ნებისმიერი შენობა, იქნება ეს საცხოვრებელი თუ კომერციული, დაცული უნდა იყოს ხანძრისგან და უნდა აკმაყოფილებდეს ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს. ხანძრისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ცეცხლგამძლე ჟალუზები, რომელიც ბლოკავს ხანძარს და ხელს უშლის მის გავრცელებას.
ცეცხლგამძლე ჟალუზი რულონური ტიპის ჟალუზია, რომლის ხანძარსაწინააღმდეგო მახასიათებლები შეესაბამება საერთაშორისო EN 13501-2:2007 სტანდარტებს. პროდუქციის წარმოებაში იყენებენ სპეციალურ ცეცხლგამძლე მასალას და თითოეული პროდუქტი გაყიდვამდე გადის სავალდებულო ტესტს.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად პროდუქტს მიენიჭა კლასიფიკაცია E120-E180, რაც ნიშნავს, რომ ცეცხლგამძლეობის ხანგრძლივობა შეადგენს 120-180 წუთს.
მიბმულ ფაილში იხილეთ კვლევის შედეგები :