20 სექტემბერს ,,თბილისი რუმსში’’ გამართულ აუქციონზე სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები გაიყიდა; რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ მიშა გოგრიჭიანის არაჩვეულებრივი ნახატი ,,ძაღლი ლეკვებით’’ კომპანია ,,დიო’’-მ შეიძინა.
აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.
ამ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის დამატებითი სიკეთის გასაკეთებლად ღონისძებაზე 30 000 $ შეგროვდა. ყველა ლოტს დაემატა ხუთასი ლარი, რომელიც პრეზიდენტმა გაიღო შემოწირულობის სახით სარეზერვო ფონდიდან.
საქველმოქმედო საღამოს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „დიო“-მ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.