(+995 32) 236 11 12

როგორ მოვაწყოთ ფანჯარა სამზარეულოში

გთავაზობთ რჩევებს, როგორ მოვაწყოთ ფანჯარა სამზარეულოსთან:

1) ხედი - თუ თქვენი სამზარეულოს ფანჯრიდან საინტერესო ხედია, არ დადგათ რაფაზე მაღალი საგნები, უარი თქვით მუქი ფერის ფარდა-ჟალუზებსა და ავეჯზე, ამით ხელს შეუწყობთ ბუნებრივი სინათლის ოთახში შემოსვლას.

2)  ხელოვნური ხედი - ასევე შეგიძლიათ შეიქმნათ სასურველი ხედი ხელოვნურად, განათავსეთ მცენარეები რაფაზე, ჩამოკიდეთ ისინი თქვენი სურვილისამებრ.

3) დეკორატიული გაფორმება - ფანჯრის გაფორმებისას თავისუფლება მიეცით ფანტაზიას, გაითვალისწინეთ ფანჯრის ზომები და ფუნქცია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია თაროები ლამაზი ჭურჭლით.