(+995 32) 236 11 12; 236 55 64
პროდუქცია
ფარდა - ჟალუზები

ფარდა - ჟალუზები

დეტალურად

ჰორიზონტალური ჟალუზი

ჰორიზონტალური ჟალუზი

ჰორიზონტალური ჟალუზი  შიდა ინტერიერის მზის სხივებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. დახურულ მდგომარეობაში იგი არ უშვებს მზის სხივების ნაკადს თქვენს ოთახში. იდეალურია ჰორიზონტალური ჟალუზის  გამოყენება ცალკეულ ფანჯრებზე, აივნის კარებსა და თუ სარკმელზე (მომცრო ზომის ფანჯარა).  "დიო" -ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ფერის და სტილის ჟალუზები , რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენს გემოვნებაზე. ჰორიზონტალური ჟალუზის მართვა ძალიან მარტივია, მოძრავი ფირფიტების საშუალებით შეგიძლიათ არეგულიროთ სინათლის შემოსვლა ოთახში,  ასევე სრულიად ან ნაწილობრივ აკეცოთ. დახურულ მდგომარეობაში კი მაქსიმალურად აფერხებს სინათლის შუქის შემოსვლას.
,,დიო“-ს ჰორიზონტალური ჟალუზი ძალზე პრაქტიკულია და მარტივია მოვლის თვალსაზრისით. ჰორიზონტალური ჟალუზი მოსახერხებელია ქსოვილის ფარდებთან კომბინაციაშიც, რაც ქმნის თანამედროვეობისა და კლასიკის სინთეზს.

დეტალურად

ვერტიკალური ჟალუზი

ვერტიკალური ჟალუზი

ვერტიკალური ჟალუზის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც საოფისე, ასევე საოჯახო ინტერიერისათვის. ჟალუზის ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანი “დიო”- ში საშუალებას გაძლევთ, ვერტიკალური ჟალუზი მოხდენილად მოარგოთ ინტერიერის, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ სტილს.

თუ გსურთ თქვენი კომერციული ფართის ან ბინის ჭერი სიმაღლეში ბევრად მაღალი გამოჩნდეს მაშინ ვერტიკალური ჟალუზი საუკეთესო გამოსავალია, რადგან ვერტიკალური ლამელი (ნაჭერი) შენობის ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ასევე იდეალურია ვერტიკალური ჟალუზის გამოყენება დახრილი ან კუთხოვანი ჭერის შემთხვევაში.

ვერტიკალური ჟალუზის მართვა ძალიან მარტივია - ჟალუზის მართვის მექანიზმი საშუალებას გაძლევთ, დახრის კუთხეები არეგულიროთ სურვილის მიხედვით - თანაბრად და ზომიერად გაანაწილოთ სინათლის ნაკადის შემოსვლა ოთხაში, რაც “გაბნეული შუქის” ეფექტს ქმნის. ვერტიკალური ჟალუზის ფარდის ნაჭერი სპეციალურად დამუშავებულია, რათა იყოს მყარი, ამასთან, არ იკავებს მტვერს, გამოირჩევა ანტისეპტიკური თვისებებით. მოსავლელად არის ძალიან მარტივი, ყველა ფერი და ფაქტურა იწმინდება სველი, კარგად გაწურული ჩვრით.
გვაქვს ვერტიკალური ჟალუზის ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევანი მისაღებ ფასებთან ერთად. 

დეტალურად

ჟალუზი - პლისე

ჟალუზი - პლისე

ფარდა ჟალუზის ეს სახეობა არის ელეგანტური გზა, შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო თქვენს სახლებსა და ოფისებში. აკმაყოფილებს ყველანაირი გემოვნების მქონე მომხმარებელს ფერთა და ფაქტურათა ფართო არჩევნით, თანამედროვე და ორიგინალური კონფიგურაციის ფანჯრებისათვისაც იდეალურია.  პლისე ჟალუზის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ შესაძლებელია ყველანაირ კარ-ფანჯარას მოვარგოთ. ჟალუზი პლისე  იდეალურად ერგება  დახრილ, წრიულ და ელიფსური ფორმის ფანჯრების, განსაკუთრებით ზამთრის ბაღებს.

ამ ტიპის ჟალუზის მართვა შესაძლებელია  როგორც მექანიკურად, ასევე ავტომატურად, დისტანციური მართვის საშუალებით.

,,დიო“-ს პლისე ჟალუზის საშუალებით თქვენ მარტივად აიცილებთ თავიდან მცხუნვარე მზის სხივებს. ქსოვილი, რომლისგანაც პლისე ჟალუზი მზადდება, ანტისტატიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება.
 

დეტალურად

ხის ჰორიზონტალური (ვენეციური) ჟალუზი

ხის ჰორიზონტალური (ვენეციური) ჟალუზი

ხის ჰორიზონტალური (ვენეციური) ჟალუზი ეკოლოგიურად სუფთაა და ის ვინც ინტერიერში ხის დიზაინს ანიჭებს  უპირატესობას სწორედ მათთვის არის, ფერთა ფართო არჩევანი გვაქვს და შესაძლებელია არჩევა.

ხის დიზაინი ელეგანტურია ნებისმიერი ინტერიერისთვის და ქმნის მზისგან მაქსიამლურად დაცულ მყუდრო გარემოს; ძალზე პრაქტიკულია და მარტივია მოვლის თვალსაზრისით.

მართვა ძალიან მარტივია, ხის ლამელების/ფირფიტების საშუალებით შეგიძლიათ არეგულიროთ სინათლის შემოსვლა ოთახში,  ასევე სრულიად ან ნაწილობრივ აკეცოთ.დახურულ მდგომარეობაში კი მაქსიმალურად აფერხებს სინათლის შუქის შემოსვლას. დიო“-ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ორი ზომის ხის ჰორიზონტალური (ვენეციური)  ჟალუზი - ვიწრო ლამელებით 25მმ და ფართო - 50მმ იანი.
 

ხის ვენეციური ჟალუზი მოსახერხებელია დიდი ზომის ვიტრაჟებზე, იმართება როგორც მექანიკურად, ასევე ავტომატურად დისტანციური მართვის საშუალებით.  

დეტალურად

ფარდა - როლეტი

ფარდა - როლეტი

ჟალუზის ტიპი ფარდა - როლეტი  - ჩვენი მომხმარებლის ყველაზე მოთხოვნადი ჟალუზია, კლასიკური ფარდებისა და ჟალუზების ალტერნატივაა და კომფორტულობით, ნაჭრების მრავალფეროვნებითა და მართვის მოხერხებული სისტემით გამოირჩევა. ის შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო, დისტანციური მართვით. ფარდა - როლეტი  იდეალურია  კომერციულ შენობებში, საავადმყოფოებში, სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში. ნაჭრის ტიპისა და სახეობის მიხედვით, რულონური ფარდის გამოყენება შესაძლებელია კლასიკურ ფარდებთან კომბინაციაშიც. ,,დიო“-ს რულონური ფარდის საშუალებით თქვენ მარტივად აიცილებთ თავიდან მცხუნვარე მზის სხივებს. ქსოვილი, რომლისგანაც რულონური ფარდა მზადდება, ანტისტატიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება.
ფარდა-როლეტის დამონტაჟება შეიძლება ნებისმიერი მასალისა (ხის, მეტალოპლასტმასის, ალუმინის) და ტიპის (მათ შორის მანსარდის) ფანჯრებზე.

ფარდა - როლეტი  არსებობს ნაჭრები სრული დაბნელების ეფექტით , რომელიც საკონფერენციო დარბაზებისათვის გამოიყენება .მაგრდება როგორც კედელზე, ასევე ჭერში. 

დეტალურად

რომაული ფარდა

რომაული ფარდა

რომაული ფარდა  ეს არის ძველი სტილის შემოტანა ინტერიერში თანამედროვე   მექანიზმით. ახლისა და ძველის სინთეზი ძალზედ ორიგინალური და პრაქტიკულია.  

მართვის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოთახში შემომავალი სინათლის სურვილისამებრ განაწილება. ფარდის ფაქტურის საშუალებით ხდება ინტერიერის როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დაბნელება. „დიო“–ს რომაული ფარდა  მართვის სისტემა მარტივი, მაგრამ ამავე დროს საიმედოა და ფარდის ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს. რომაული ფარდის ქსოვილები გამძლეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  არ ხუნდება.

გვაქვს 12 ტიპის ფარდა - ჟალუზები: ჰორიზონტალური ჟალუზი, ვერტიკალური ჟალუზი, ალუზი - პლისე,  ხის ჰორიზონტალური (ვენეციური) ჟალუზი, ფარდა - როლეტი, ორმაგი ფარდა - როლეტი, მაგნოლია, ჟალუზი - ზებრა, რომაული ფარდა, იაპონური (პანელური) ფარდა, ჟალუზი - ნობლესი, ავტომატური ფარდა