Logo

გარედამცავი ჟალუზი - თქვენი მშვიდი ცხოვრებისათვის

სხვადასხვა მცირე თუ დიდი ბიზნესის მფლობელებს, იქნება ეს საწარმო, მაღაზია, სახელოსნო თუ სხვა, მუდმივად ერთი საფიქრალი აქვთ, დაიცვან საკუთარი ქონება და მასში არსებული ნივთები.

ალბათ ყველასათვის მნიშვნელოვანია, რომ ობიექტის დახურვის შემდგომ არ ჰქონდეთ სანერვიულო, იყვნენ მშვიდად და დაბრუნებისას ყველაფერი დახვდეთ ისე, როგორც დატოვეს, სწორედ აღნიშნული სიმშვიდის მიღწევაში დაგეხმარებათ გარედამცავი ჟალუზი, რომელიც თქვენს არ ყოფნაში დაიცავს უძრავ ქონებას ყველა სავარაუდო რისკისგან. არის ცეცხლგამძლე, გიცავთ არასასურველი სტუმრებისგან და მისი გამოყენება არის ძალიან მარტივი, იმართება დისტანციურად, პულტის მეშვეობით.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს სივრცეში ყველაფერი იყოს ხარისხიანი, რასაც ხანგრძლივი მოხმარების ვადა ექნება, რადგან თავიდან აიცილოთ შეკეთების და გამოცვლის თანხები, დრო და რესურსი. თანამედროვე, ევროპულ გარედამცავ ჟალუზს აქვს ხანგრძლივი ექსპლოატაციის ვადა ინტენსიური მოხმარების პირობებში, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ხანგრძლივი დროით ისე, რომ არ გქონდეთ სანერვიულო.

კომპანია „დიო“-ში შესაძლებელია ნებისმიერი ფერისა და მექანიზმის, იქნება ეს ავტომატური თუ მექანიკური მართვის, გარედამცავი ჟალუზის შეძენა, რომელსაც პროფესიონალი მემონტაჟეები უმოკლეს ვადაში დაგიმონტაჟებენ.

იყავი მშვიდად, დატოვე დაცულად ქონება!

phone