Logo

ინტერიერი, შენი მყუდროებისთვის

დღესასწაული არ გადადებულა, მან უბრალოდ სახლში, შენთვის ძვირფას ადამიანებთან გადმოინაცვლა. ვიცი ფიქრობ, ყოველი დღე ხომ დღესასწაულია როცა შენს საყვარელ გარემოში ატარებ დროს?

მეც გეთანხმები, ასეა. მითუმეტეს კი დღევანდელ რეალობაში, იზოლირებული სივრცე მეტად დაფასდა, განსაკუთებული მნიშვნელობა კი მრავალწევრიან მოჟრიამულე ოჯახში შეიძინა.

 

როგორც ამბობენ, ინტერიერში დეტალები მნიშვნელოვანია, სწორედ ისინი ქმნიან საბოლოო ჯამში დახვეწილ და ელეგანტურ გარემოს. სახლის რემონტის დასრულების შემდეგ როგორი ჰარმონიულიც არ უნდა იყოს ფერთა პალიტრა, ავეჯი, ტექსტილი და ა.შ მაინც გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც სრულად შეერწყმება ინტერიერს და ამავდროულად დასრულებულ, სრულყოფილ იერსახეს მიანიჭებს.

ჩემს ამბავს მოგიყვები, დიდი ხანი ვოცნებობდი საკუთარი ბინა მეყიდა, შევიძინე კიდეც.. როდესაც რემონტი დავასრულე და საბოლოოდ გადმოვედი ახალ სტუდიო ტიპის სახლში ბედნიერი, უზომოდ გახარებული ვიყავი, მაგრამ.... თითქოს რაღაც მაკლდა სრულყოფილებისთვის, მყუდროება და ელეგანტურობა სჭირდებოდა მეტად სივრცეს..

საბოლოოდ გავბედე მოდური შტრიხი შემეტანა ინტერიერში ვიტრაჟული ტიხარის გამოყენებით.. სახლმა თითქოს ახალი, თანამედროვე სტილი შეიძინა,  უფრო ფუნქციურიც გახდა, ის მუდმივი კამათიც დასრულდა, მაგალითად ტელევიზორის ხმას დაუწიე ონლაინ შეხვედრა მაქვს, ცოტა ჩუმად ისაუბრეთ ვკითხულობ და ა.შ. ტიხარის დახმარებით ჩემი კუთხე მაქვს, საყვარელი, დახვეწილი სივრცე - სადაც თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ.. ვკითხულობ, ვმუშაობ ან სულაც ცხელი ჩაის ფინჯანითა და საინტერესო ფილმით განტვირთვის საუკეთესო საათებს ვიწყობ..

იცი, ამ ახალი, პატარა შტრიხის შეტანით, მაშინვე რაღაც განსაკუთრებული ენერგიით ავივსე, განსხვავებული განწყობა დამეუფლა და მეტი სტიმულით დავიმუხტე.. მეღიმება, გიფიქრია როგორ შეუძლია ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავი ბედნიერად და კომფორტულად გაგრძნობინოს..

მინდა გირჩიო, თუ შენც გაქვს სტუდიო ტიპის ბინა და გადატიხვრა გსურს არ დაგავიწყდეს, რომ განათებაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად მისაღებისა და სამზარეულოს გამოყოფა გსურს. ხშირად ხდება ისე, რომ ამოშენებული კედელი, კარი ან მუქი ტექსტილი სრულიად აბნელებს... ზემოთხსენებულ ყველა საკითხსა თუ დეტალს იდეალურად პასუხობს ალუმინის ვიტრაჟული ტიხარი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ..

ხომ იცი, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კომფორტული იყოს აუცილებელია ის პირველ რიგში იყოს ფუნქციონალური, რაც გულისხობს სივრცეების სწორად გამოყოფასა და ნებისმიერი ზონის მოხერხებულად გათვლას. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით თუ ამას მოახერხებ ინტერიერი საბოლოოდ ჰარმონიული და მყუდრო და დახვეწილი გახდება. შენ კიდევ უფრო მეტად შეძლებ განიტვირთო, დაისვენო, დატკბე ნებისმიერი დღით, სიამოვნებით უმსაპინძლო სტუმრებს და იცხოვრო ლამაზად და მშვიდად!..

phone