Logo

რა მნიშვნელობა აქვს ამინდს, თუ ტერასაზე შემინული პერგოლა გაქვს?

რა მნიშვნელობა აქვს ამინდს, თუ ტერასაზე შემინული პერგოლა გაქვს?

წარმოიდგინეთ ზამთრის სუსხიანი ამინდი, როდესაც გარეთ თოვლის ფანტელები ცვივა, მაგრამ თქვენ თბილად და კომფორტულად ხართ საყვარელ ადამიანებთან ერთად მოკალათებული და ამინდის მიუხედავად დროს ბედნიერად ატარებთ.

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ გარე სივრცეში დროის გატარება, მზის ჩასვლით ტკბობა და საღამოს საუბრები იდეალური საშუალებაა განტვირთვისთვის.

სწორედ ასეთი გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ თანამედროვე საჩრდილობელი პერგოლა, რომლის შემინვის სისტემებთან და ინფრაწითელ გამათბობელთან ინტეგრაციაც ზღაპრულ გარემოდ აქცევს თქვენს ტერასებსა თუ აივნებს წელიწადის ოთხივე სეზონზე.

თოვლი, ქარი, წვიმა თუ ზაფხულის მცხუნვარე მზის სხივები უკვე აღარ არის დაბრკოლება ღია სივრცით სარგებლობისთვის, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, დროს მშვიდად და სასიამოვნოდ გაატარებთ.

თუ გაქვთ ტერასა ან აივანი და გსურთ შეკრებისთვის მოსახერხებელი ადგილის მოწყობა გახსოვდეთ, რომ „დიო“-ში შემინული პერგოლას დიდი არჩევანია. არ გადადოთ, ეწვიეთ  შოურუმებს თბილისსა და რეგიონებში, სადაც სპეციალისტები დაგეხმარებიან მყუდრო გარემოს მოწყობაში.

განწყობას ქმნის შემინული პერგოლა, სივრცე, სადაც ყოველთვის კარგი ამინდია!

phone