(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
გადაწყვეტილება ჩვენზეა -21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

გადაწყვეტილება ჩვენზეა -21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

,,დიო''  ტრადიციულად უერთდება ჭრელი წინდების კამპანიას, რომელიც 2011 წლიდან გაეროს ეგიდით აღინიშნება.

   წლევანდელი კამპანიის გზავნილია  „გადაწყვეტილება ჩვენზეა“.

 ჭრელი წინდების ტარებით ვერთვებით "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ყოველწლიურ კამპანიაში #წინდამინდა და ვუცხადებთ მხარდაჭერას გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სწორი განვითარებისთვის.

კომპანიამ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების ესკიზებით გაფორმებული, ულამაზესი, ფერადი წინდები შეიძინა.

მოგეხსენებათ, მრავალ ქვეყანაში-მათ შორის საქართველოში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება..         

წინდების ტრადიცია, 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა.  ქრომოსომას წინდის ფორმა აქვს, სწორედ ამიტომ აირჩია კამპანიამ სიმბოლოდ-ჭრელი წინდა, თარიღს კი სიმბოლური დათვირთვა აქვს-მარტი წლის მესამე თვეა - დაუნის სინდრომი კი წარმოადგენს ტრისომიას, რომელიც 21 წყვილ ქრომოსომას ეხება.

 

#დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე

#გადაწყვეტილებაჩვენზეა

#წინდამინდა

21
მარ
2020
phone