(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
ჩვენვაკავშირებთ! „დიო“ ჭრელი წინდების კამპანიას ჩვეულებისამებრ შეუერთდა!

ჩვენვაკავშირებთ! „დიო“ ჭრელი წინდების კამპანიას ჩვეულებისამებრ შეუერთდა!

   21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ყოველწლიურ კამპანიაში #წინდამინდა „დიო“ ყოველ წელს სიამოვნებით ერთვება და მხარდასაჭერად მზადყოფნას მუდმივად გამოხატავს.

  2021 წლის მსოფლიო დღის გზავნილია: #ჩვენვაკავშირებთ ..

„ დღევანდელ, შეზღუდვებით და გამოწვევებით სავსე გარემოში, ერთმანეთზე ზრუნვა და დახმარების კულტურა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. წლევანდელი გზავნილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ  ცხოვრების ყველა ეტაპზე მართლაც ვაკავშირებთ ადამიანებს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ზრდისთვის, განვითარებისთვის, გაძლიერებისთვისა და წარმატებისთვის, ვვითარდებით მუდმივად და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ვაგრძელებთ წინსვლის უწყვეტ პროცესს!

  ტრადიციულად, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების ესკიზებით გაფორმებული ულამაზესი წინდები შევიძინეთ, ფერადი ანაბეჭდებით კი სიმბოლურად საკუთარი მხარდაჭერა გამოვხატეთ..“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

 შეგახსენებთ, უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. ქრომოსომას წინდის ფორმა აქვს, სწორედ ამიტომ აირჩია კამპანიამ სიმბოლოდ - ჭრელი წინდა, მარტი წლის მესამე თვეა - დაუნის სინდრომი კი წარმოადგენს ტრისომიას, რომელიც 21 წყვილ ქრომოსომას ეხება.

 

 

#დაუნისსინდრომისმსოფლიოდღე

#ჩვენვაკავშირებთ

#წინდამინდა

#დიო

24
მარ
2021
phone