Logo
სიახლეები
C S R
დიო-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ გეორგია-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დიო-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ გეორგია-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის  5 აპრილს კომპანია „დიო“-სა და შ.პ.ს. საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანია „დიო“- ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორმა გიორგი ბერაიამ ხელი მოაწერეს.

მემორანდუმი  კოლეჯის არქიტექტურისა და კომპიუტერული დაგეგმარების მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტთა კვალიფიკაციით მომზადებაში  ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 კომპანია ,,დიო’’ მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომლის მიზანია  განახორციელოს მომავალი თაობის განვითარება და კვალიფიკაციის გაზრდაზე გათვლილი პროექტები.

05
აპრ
2018
phone