(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
’’დიო’’-ს გუნდი Wings for Life- ის მსოფლიო რბენას ტრადიციისამებრ შეუერთდა

’’დიო’’-ს გუნდი Wings for Life- ის მსოფლიო რბენას ტრადიციისამებრ შეუერთდა

5 მაისს, კახეთში, ექვსი კონტინენტის მონაწილეებთან ერთად ,,დიო''-ს გუნდი ტრადიციისამებრ 2019-ის მსოფლიო რბენას განსაკუთრებით დიდი შემადგენლობით სიამოვნებით შეუერთდა.

რბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ ახორციელებს.

Wings for Life World Run საქართველოში მეშვიდეთ გაიმართა და წელს კახეთში სარბენად ასობით მოყვარული და პროფესიონალი მორბენალი მონაწილეობდა.

მსოფლიო რბენა ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა სპორტის ისტორიაში, ეს არის მსოფლიო გარბენი, სადაც ყველა ერთდროულად იწყებს სირბილს და ფინიშის ხაზი თან მიჰყვება.

‘’დიო’’-ს გუნდი კვლავ გლობალური მოვლენის ნაწილი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და მსგავს აქტივობებში მუდმივად ვერთვებით.

05
მაი
2019