(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
‘’დიო’’-ში დუალური სწავლების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს

‘’დიო’’-ში დუალური სწავლების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს

‘’დიო’’-მ 18 სექტემბერს, "პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში"-ს ფარგლებში პირველი 3 წლიანი ფაზის დასასრულს, გერმანიიდან სტუმრებს უმასპინძლა.

პროექტის მიზანია შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების გაუმჯობესების უზრუნველჰყოფა და, ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი იდეის შექმნა, რომელშიც ‘’დიო’’ აქტიურადაა ჩართული.

‘’დიო’’-ს საწარმოს ბაზაზე დუალური სწავლების მეთოდის დანერგვა სურს. საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად ‘’დიო’’-ს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად 2018 წლის ივნისში გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება უკვე გაიარა. სასწავლო პროცესი მეკლენბურგ - ვორპომერნის ეკონომიკის საგანმანათლებლო ცენტრში, ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიის ცენტრში (BTZ), როსტოკის განათლებისა და გადამზადების ცენტრსა (AFZ).

‘’დიო“-ს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა კოლეჯებისა და კომპანიის წარმომადგენელთა პრეზენტაციები და გადამზადების პროგრამის შედეგები შეაფასეს, რადგან ქართველ მულტიპლიკატორთა მომზადების პირველი ფაზა დასასრულს მიუახლოვდა. შეხვედრაზე განისაზღვრა რა ტიპის მხარდაჭერა დასჭირდებათ სამომავლოდ ქართველებს გერმანელი ექსპერტებისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული პროექტი 2021 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

"პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" გერმანიის ფედერალური სამინისტროს მიერ ფინანსდება და SEQUA-ს, BWMV e.V.-სა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ხორციელდება.

საქართველოში პროფესიული დუალური სწავლების მოდელის დანერგვა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად ,,დიო’’ ყოველთვის მზად არის და ამჟამად ‘’დიო’’ საწარმოში დუალური სწავლების დანერგვაზე მუშაობს.

21
სექ
2018
phone