(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
კომპანია დიომ სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

კომპანია დიომ სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

,,დიო''-ს  წარმომადგენლები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმდინარე  გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრნენ. ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაცია გაცვალეს, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

პროექტში მონაწილეობა  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეეძლოთ. 

კომპანია ,,დიო''  სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ დასაქმების ფორუმში მონაწილობას მუდმივად იღებს და  სტუდენტების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.

დასაქმების ფორუმი გულისხმობს ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ თავიანთ ვაკანტურ პოზიციებს, ხოლო დასაქმების მსურველი სტუდენტები ადგილზევე გაივლიან გასაუბრებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, მათ შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან.

07
დეკ
2017
phone