(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
,,დიო’’-მ ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

,,დიო’’-მ ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მონაწილეობა მიიღო

13 სექტემბერს ,,თბილისი რუმსში’’ გამართულ აუქციონზე სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები გაიყიდა, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ  ზურა გომელაურის არაჩვეულებრივი ნახატი ,,გოგონა’’ კომპანია ,,დიო’’-მ შეიძინა.

 აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.

ამ არაჩვეულებრივი ბავშვებისთვის ყველამ ერთად 59 000 აშშ დოლარის მობილიზება შევძელით. 

შეგახსენებთ, რომ „დიო“-მ თავისი 20 წლის იუბილე „ბავშვთა ჰოსპისს“ მიუძღვნა და საკუთარ თავზე აიღო შენობის კარ-ფანჯრებით, ტენტებითა და ჟალუზებით აღჭურვა.

17
სექ
2018
phone