(+995 32) 236 11 12
სიახლეები
C S R
მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმში კომპანია ,,დიო'-მ მონაწილეობა მიიღო

მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს ფორუმში კომპანია ,,დიო'-მ მონაწილეობა მიიღო

2018 წლის 8 მარტს, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,ეიფორიაში'', მეწარმე ქალთა პირველი ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმში 300-მდე დელეგატი, მათ შორის 200 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა კუთხიდან დაესწრო.

ფორუმი  ,,დიო''-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა გახსნა. მონაწილე მეწარმე ქალბატონებს  თავისი გამოცდილება გაუზიარა, კომპანიის  დაბრკოლებისა და განვითარების გზებზე ისაუბრა, მეწარმე ქალბატონებს როგორ განავითარონ საკუთარი ბიზნესი და სად მოიპოვონ საჭირო  ინფორმაცია გაუზიარა.

,,როცა კი ჩემთვის უკითხავთ თუ რა იყო მოტივაცია იმისა, რომ მე დავიწყე ბიზნეს საქმიანობა, ჩემი პასუხი ყოველთვის იყო - მე ვიბრძოდი საკუთარი ოჯახისა და თავის გადასარჩენად. თუმცა წლების მერე გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი ჩემი ბიზნეს აქტიურობის, ეს ალბათ არის სურვილი დაამკვიდრო საკუთარი თავი საზოგადოებაში, როგორც ინოვატორმა და განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანმა.'' - განაცხადა ირმა დაუშვილმა.

 ფორუმის მონაწილეებს საშუალება ქონდათ დაემყარებინათ ახალი საქმიანი ურთიერთობები,  დაფინანსების წყაროების მოპოვების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ და  წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს გაცნობოდნენ.

,,ქალბატონებო  არასოდეს თქვათ უარი საკუთარი იდეების განხორცილებაზე, არასოდეს დანებდეთ თუ პირველ ცდაზე არ გაგიმართლათ, არ შეგეშინდეთ სიძნელეების, ისინი თან სდევენ ნებისმიერ საქმიანობას. არ დანებდეთ. წარმატებისაკენ სავალი გზა რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. '' - ირმა დაუშვილი

ფორუმის მიზანი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იყო, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, ახალბედა მეწარმეების სტიმულირება და მოტივაცია განახორციელონ იდეები. ფორუმის ფარგლებში  ასევე იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაცია გაიმართება, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიების დასასრულს კი, წარმატებული მეწარმე ქალების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

08
მარ
2018
phone