(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
ოცნებები ხდება, მთავარია გვჯეროდეს.

ოცნებები ხდება, მთავარია გვჯეროდეს.

10 წლის ნიჭიერი, ჭკვიანი და ხალისიანი რამინ გობაძე სოფელ კიკობოს ვაგონში მოწყობილი სკოლის ერთადერთი მოსწავლეა და მისი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე ახალციხიდან დადის, რათა მას გაკვეთილები ჩაუტაროს.

პატარა ბიჭუნას ოცნება მეგობრების ყოლა, დახუჭობანა/დაჭერობანას თამაში, მულტფილმების ყურება , ფეხბურთის თამაში და ერთად მეცადინეობაა.

კომპანია ,,დიო''-მ რამინთან მეგობრობა და მისი ამჟამინდელი ოცნებების ასრულება გადაწვიტა. მასთან შესახვედრად წავედით და სოფელ კიკიბოდან ისინიც რაბათში ჩამოვიყვანეთ, არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ ასევე მის მშობლებთან და ნანა მასწავლებელთან ერთად.

რაბათის ციხემ ემოციებით აავსო, დარბოდა, სიხარულისგან ღიღინებდა, ბევრი თამაშის, მხიარულებისა და სადილის შემდეგ დღის კულმინაცია - საჩუქრების გადაცემა იყო. რასაც საერთოდ არ ელოდა.

ნანა მასწავლებელი კომპანია ,,დიო''-მ ფინანსური მოტივაციის გარდა სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა.

რამინს კი კომპანია ,,დიო''-მ ოცნება აუსრულა - ზაფხულის ბანაკის საგზური გადავეცით, სადაც უამრავ მეგობარს შეიძენს; სასაჩუქრე ნაკრები, წიგნები და მთავარი საჩუქარი ლეპ ტოპი გადავეცით. (ინტერნეტითა და საგანმანათლებლო პროგრამებით / მულტფილმებით დახუნძლული).

რამინი ბედნიერებისგან დაფრინავდა, გაფართოებული თვალებით იყურებოდა, ვერ იჯერებდა ეს თუ მას გადახდა და ოცნებებიც სრულდება-https://bit.ly/2rjNAXI

სიუჟეტიდან შევიტყვეთ რომ მას უყვარს თავისი სოფელი, სურს იქ იცხოვროს და არ უნდა საცხოვრებლად ქალაქში წასვლა. ახლა რამინი შეძლებს საკუთარ სოფელში დარჩეს, მაგრამ ამასთანავე არ ჩამორჩეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მალე ის საზაფხულო ბანაკში ახალ თანატოლებს გაიცნობს.

გვიხარია, რადგან ეს შევძელით. სიკეთე გადამდებია და მას დიდი ბედნიერება მოაქვს!

#დიო #სიკეთეგადადებია

#ოცნებებიხდება

#რამინგობაძე

04
დეკ
2018