(+995 32) 236 11 12; 236 55 64
სიახლეები
C S R
დიო-ს გუნდი ტრადიიცისამებრ თბილისი მარათონი 2017-ს შეუერთდა

დიო-ს გუნდი ტრადიიცისამებრ თბილისი მარათონი 2017-ს შეუერთდა

22 ოქტომებრს 08:30 ზე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მეექვსედ გამართულ მარათონს კომპანია ,,დიო’’ სიამოვნებით შეუერთდა.

ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარათონი. საკმაოდ დიდია მონაწილეთა რიცხვი, მათი რაოდენობა ორი ათას ხუთას აჭარბებს და  ბევრი  უცხოელი სტუმარია ჩამოსული მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ჯანსაღი ცხოვრების წესი კომპანია ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია და ის აქტიურად უჭერს მხარს მსგავსი სახის აქტივობებს.  ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თვალსაზრისით“, - განაცხადა ,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა, რომელიც ,,დიო’’-ს გუნდთან ერთად იღებდა მონაწილეობას მარათონში. 

თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას ჰაიდელბერგცემენტი ტრადიციისამებრ გააორმაგებს და წელს „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოახმარს. შესაბამისად, თბილისი მარათონის თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება. 

22
ოქტ
2017